ქუთაისში, გელათის ქუჩაზე, ავტოავარიას დაღუპული ბიჭის ვინაობა ცნობილია. ის ნიკუშა პატარიძეა, რომლის სიცოცხლე ავტოავარიამ ადგილზე, საკუთრ სახლის წინ იმსხვერპლა, ხოლო მეორე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.
ნიკუშას სიცოცხლე იმ დროს იმსხერპლა ატომანქანამ, როდესაც მისი დედა მეოთხე ბავშვზე მშობიარობდა.
მეორე დაშავებული მოზარდი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი და მეხუთე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
kutaisitoday.com

