მკვლელობა მოხდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა თამარისში.
არსებული ინფორმაციით, 28 წლის მამაკაცმა მეუღლე, 23 წლამდე ქალი ცივი იარაღით მოკლა. მკვლელობის მოტივად ეჭვიანობა სახელდება.
ფაქტი “ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
უწყების ინფორმაციით, ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება 108-ე მუხლითაა აღძრული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
გარდაცვლილს ორი მცირეწლოვანი ბავშვი დარჩა.

