ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ზემო სურებში, ადიდებულმა მდინარემ 50 წლამდე მამაკაცი გაიტაცა.
ინფორმაცია „გურიის მოამბეს“ ადგილობრივებმა დაუდასტურეს.
მათი თქმით, გარდაცვლილი თემურ მეგრელიშვილი, თანასოფლელებთან ერთად ტყეში, სამკურნალო მცენარის მოსაძებნად იყო წასული. ის ადიდებულმა მდინარე სუფსამ იმ დროს გაიტაცა, როცა ცხენით ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირზე გადადიოდა.

