დააკავეს ბაჩო სირაძე – მისი ახლობლები მიზეზად მინდია გოგოჭურთან კონფლიქტს ასახელებენ

დააკავეს ბაჩო სირაძე – მისი ახლობლები მიზეზად მინდია გოგოჭურთან კონფლიქტს ასახელებენღამით ხმაური იყო დიღმის მთავარ სამმართველოსთან – ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით ბაჩო სირაძე დააკავეს. მისი ადვოკატები და ოჯახის წევრები ძალოვნებს მიზანმიმართულ დევნაში ადანაშაულებენ და მიზეზად პრეზიდენტის სიძესთან, მინდია გოგოჭურთან კონფლიქტს ასახელებენ. მათი მტკიცებით, ბაჩო სირაძე კანონდარღვევით დააკავეს, ტაქსის მძღოლმა ის სხვა მისამართზე წაიყვანა, სადაც დააკავეს. სამართალდამცველებმა ბაჩო სირაძის სახლი გაჩხრიკეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე 260-ე მუხლით აღიძრა.

ბაჩო სირაძე წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. მისთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ.

imedinews.ge

რამდენიმე წლის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ  მინდია გოგოჭურმა, სოლოლაკში, ლერმონტოვის ქუჩაზე გიორგი მარგველაშვილის ქალიშვილის, ანი მარგველაშვილის გამო, ბაჩო სირაძე ფეხში დაჭრა.