დაფასოებული ღვინის გაყიდვები წლიდან წლამდე იზრდება.
ამის შესახებ “საქმის კურსს” ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი სამანიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მიზანია, სწორედ დაფასოებული და მიკვლევადი ღვინის მოხმარება გაიზარდოს.
– ჩამოსასხმელი ღვინო არის იაფი და ხშირად აღურიცხავი, რადგანაც ხშირად მომხმარებელმა არ იცის, რა ღვინოს სვამს. ჩვენ გვაქვს მიზნად, რომ გაიზარდოს დაფასოებული ღვინის მოხმარება. იმისთვის, რომ მომხმარებელმა იცოდეს, რას სვამს – ვისი წარმოებულია, რამდენგრადუსიანია და ა.შ. რაც გაზრდის ღვინის ხარისხს და მოხმარების კულტურას.
აღრიცხული, დაფასოებული ღვინის გაყიდვების რაოდენობა საგრძნობლად არის გაზრდილი და ყოველწლიურად იზრდება. იმედი მაქვს, რომ ჩამოსასხმელი და გაურკვეველი ღვინის წილი ბაზარზე შემცირდება,- აცხადებს სამანიშვილი.
bm.ge

