ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე საქართველოს საპატრიარქოს ღირსებისა და პატიბის შელახვისთვის უჩივის.
ამის შესახებ ინფორმაცია დაკავებული დეკანოზის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა გაავრცელა.
როგორც ცნობილია, აღნიშნულის მიზეზი საპატრიარქოს ადვოკატის ედიშერ ქარჩავას მიერ, გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში გაკეთებული განცხადებაა, სადაც ის ამბობს, რომ საპატრიარქოში არსებობს დოკუმენტი, სადაც ჩანს, რომ დეკანოზი 50 მილიონი ევროს გათეთრებას აპირებდა. მან აღნიშნა, რომ არსებობს მამალაძის ხელმოწერილი ხელშეკრულება.
ნიუპოსტი

