ედიშერ ქარჩავა: „სოსო ოხანაშვილი გერმანიიდან მითვლის გაჩუმდიო“

ედიშერ ქარჩავა: „სოსო ოხანაშვილი გერმანიიდან მითვლის გაჩუმდიო“საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას განცხადებით, პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი, იმ ჯგუფის აქტიური მხარდამჭერი იყო, რომელსაც პატრიარქის მკვლელობა ქონდა განზრახული:

– ამ ჯგუფში ერთერთი აქტიური მხარდამჭერი არის სოსო ოხანაშვილიც. ის დღეს გერმანიიდან მითვლის, რომ დედაოების პირით, რომ გაჩუმდესო. რატომ უნდა გავჩუმდე? სიმართლეს ვამბობ.

ერთ-ერთი დიდი, მაღალი იერარქი გამოვიდა და გამოძიებას სთხოვა, რომ სოსო ოხანაშვილის წინააღმდეგ გამოძიება არ წასულიყო და ის არ დაეჭირათ. არის თუ არა ეს გამოძიებაში უხეში ჩარევა? – განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.