ელისო კილაძის შვილს ალტერნატიული ექსპერტიზა ჩაუტარდება

ელისო კილაძის შვილს ალტერნატიული ექსპერტიზა ჩაუტარდებათბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჟურნალისტ ელისო კილაძის შვილს, დავით ხარშილაძეს ალტერნატიული ექსპერტიზა ჩაუტარდება, რომელსაც ბრალდებული საკუთარი ხარჯებით ჩაიტარებს.

გადაწყვეტილება მოსამართლე ნათია ბუსკაძემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.
დაცვის მხარე აცხადებს, რომ მიმდინარე წლის 13 მარტს ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად დადგენილი ნარკოტიკების მოხმარების დასკვნა გაყალბებულია.
დღევანდელ პროცესზე ბრალდებულმა აღნიშნა, რომ პირველად ჩატარებული შემოწმებით მას ნარკოტიკების მოხმარება არ დაუმტკიცდა.

ჟურნალისტის ვაჟი 13 მარტს დააკავეს. დავით ხარშილაძეს გამოძიება ნარკოტიკული საშუალების, შეძენას, შენახვას ედავება.

ნიუპოსტი