გელა მიქაძე: “სასამართლო 7 წლის წინანდელ, გაურკვეველ ამბავზე მედავება” – დეპუტატის პირველი კომენტარი 15-წლიან პატიმრობაზე

გელა მიქაძე: "სასამართლო 7 წლის წინანდელ, გაურკვეველ ამბავზე მედავება" - დეპუტატის პირველი კომენტარი 15-წლიან პატიმრობაზეგაერთიანებული საემიროების სასამართლოს მიერ 15-წლიანი პატიმრობის შეფარდებაზე პირველ კომენტარს აკეთებს „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, დეპუტატი გელა მიქაძე.
როგორც პარლამენტის წევრმა “საზოგადოებრივ მაუწყებელს” განუცხადა, საქმის კურსში არ იყო, თუკი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მის წინააღმდეგ სასამართლო საქმე მიმდინარეობდა.

– ამ საემიროს ჰყავს შეიხი, რომელიც თავად არის მოსამართლეც, პროკურორიც და ბრალმდებელიც, შესაბამისად ეს გადაწყვეტილება ერთპიროვნულად იყო გამოტანილი. სასამართლო 7 წლის წინანდელ და ჩემთვის გაურკვეველ ამბავზე მედავება, – განაცხადა მიქაძემ.

მისივე თქმით, ფლობდა კომპანიას, რომელიც 2010 წელს გაყიდა და ამ დრომდე ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ ყოფილა.

საქართველოს პარლამენტის წევრი „პატრიოტთა ალიანსიდან“ გელა მიქაძე ერთ-ერთია, ვისაც გაერთიანებული საემიროების სასამართლომ 17 მილიონის მითვისებისთვის 15 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით პირებმა, რომელბიც საქმეში ფიგურირებენ დაზარალებულ კომპანიას მითვისებული თანხები უნდა დაუბრუნონ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს.

ჰატერ მასადს 12 მილიონ 800 ათასის, ჯანაშიას 4 მილიონ 400 ათასი დოლარის დაბრუნება დაეკისრა. საქმე ეხება ფოთის პორტსა და კომპანია რაკიას შორის შეთანხმების გაფორმებას, შემდეგ მის ანულირებას. შედეგად კომპანია სერიოზულად დაზარალდა.

ნიუპოსტი