გლდანში აფთიაქი გაძარცვეს

თბილისში აფთიაქი გაძარცვეს. შემთხვევა წუხელ, გლდანის მე-7 მიკრორაიონში მოხდა.უცნობია რა რაოდენობის თანხის წაღება მოახერხეს ბოროტმოქმედებმა.

როგორც “ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით აღიძრა, რაც ძარცვას გულისხმობს.

უწყების ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.