ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსი გრიგოლ მიქავა მეორედ დააკავეს. შსს-ში ადასტურებენ ინფორმაციას, რომ ის ამ დრომდე დაკავებულია, თუმცა სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.
გრიგოლ მიქავა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წუხელ დააკავეს, დღეს დილით კი გაათავისუფლეს. ცოტა ხნის წინ საპატრულო პოლიციამ ის ხელახლა დააკავა და ამ დროისთვის ისევ საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტშია გადაყვანილი.
ნარკოლოგიურ შემოწმებაზე იყო გადაყვანილი გვიან ღამით ორი პირი – მათ შორის ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსი. გრიგოლ მიქავა პოლიციამ წერეთლის ქუჩაზე გააჩერა. ამ დროს მასთან, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარებაში მყოფი, ”ქართული ოცნების” მაჟრიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას ძმა მივიდა, რომელიც შეეცადა ვითარების განეიტრალებას, თუმცა მიქავა შემოწმებაზე მაინც გადაიყვანეს. მოგვიანებით პოლიციის განყოფილების შენობა მიქავამ დატოვა.
სამართალდამცველმა დააკავეს გრიგოლ მიქავას მეგობარიც. 25 წლის ლევან ხვიტია საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან აიყვანეს. ოჯახის წევრების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სახლში ჩხრეკა ორდერის გარეშე ჩაატარეს – მათ გაავრცელეს ტელეფონით გადაღებული კადრებიც. პოლიციის მტკიცებით, ჩხრეკისას ამოღებულია ნარკოტიკული ნივთიერება. ნარკოტიკის მოხმარება ლევან ხვიტიას დაუდგინდა შემოწმების შედეგადაც. საკრებულოს აპარატის უფროსმა კი ნარკოტესტირებაზე უარი განაცხადა.
მოგვიანებით პოლიციამ გრიგოლ მიქავა კვლავ დააკავა.

