ინფექციურ საავადმყოფოს ფანჯრებს რამდენიმე ტყვია ესროლეს

ინფექციურ საავადმყოფოს ფანჯრებს რამდენიმე ტყვია ესროლესინფექციურ საავადმყოფოში მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო, ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივს შსს-ში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას.

როგორც შსს-ში აცხადებენ, შესაბამისი ექსპერტიზისა და საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ დაზუსტდება შემთხვევის დეტალები.

თბილისში ინფექციური საავადმყოფოს ფანჯრებს რამდენიმე ტყვია ესროლეს, ამის შესახებ საზოგადოებრივს სატელეფონო საუბრისას ინფექციური საავადმყოფოს ერთ-ერთმა პაციენტმა დაუდასტურა.

მისი თქმით, პალატის ფანჯარაში რამდენიმე ტყვია შევარდა, მათ შორის, ერთი საწოლსაც მოხვდა.

– ვიწექით ჩვენთვის პაციენტები, ჯერ გარეთ გავიგონე 4 გასროლა, მერე ფანჯარაში შევარდა რამდენიმე ტყვია და ლოგინსაც აქვს მორტყმული. ყველანი დავეყარეთ იატაკზე. კრიმინალური პოლიციაც აქ არის და საპატრულო პოლიციაც, – განაცხადა ერთ-ერთმა პაციენტმა.

მისი თქმით, სავარაუდოდ, გასროლა წინა კორპუსიდან განხორციელდა.