“ისთ ფოინთის” გახსნის შემდეგ “ლილო მოლში” გაყიდვები 10%-15%-ით შემცირდა

"ისთ ფოინთის" გახსნის შემდეგ "ლილო მოლში" გაყიდვები 10%-15%-ით შემცირდა“ისთ ფოინთის” გახსნის შემდეგ “ლილო მოლში” გაყიდვები 10%-15%-ით შემცირდა.

ამის შესახებ “ლილო მოლის” ხელმძღვანელმა, ლევან გაგუამ განაცხადა. მის განცხადებას კი bm ავრცელებს.

მისი თქმით, მომხმარებელი რაოდენობრივად არ შემცირებულა, მაგრამ დღეს ნაკლებ ფულს ხარჯავს, ვიდრე მანამდე და ამის მიზეზი ისაა, რომ მას მეტი არჩევანის საშუალება მიეცა.

რაც შეეხება “ლილო მოლის” ახალი ვებგვერდის ამოქმედებას, რომელიც მომხმარებელს Amazon-ისა და Ebay-ის მსგავს სერვისს შესთავაზებს, ლევან გაგუა აცხადებს, რომ ის ზაფხულიდან ამუშავდება. ამავე პერიოდში ამოქმედდება “ლილო მოლის” არხი, რომელიც TV Shoping-ზე იქნება ორიენტირებული.