გუშინ თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე 26 წლის მამაკაცს საკუთარ ავტომობილში ცეცხლი გაუხსნეს. ახალგაზრდა მამაკაცი თვითმხილველებმა ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
მოკლული გიორგი შარაშენიძეა. მას ჯავახიშვილის ქუჩაზე ავტომობილით მოძრაობისას შემხვედრმა მანქანამ გზა გადაუღობა, საიდანაც ცეცხლი გაუხსნეს.
მამაკაცი ჯავახიშვილის ქუჩაზე მცხოვრებია და ის სახლში ბრუნდებოდა.
როგორც “ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა) მუხლებით დაიწყო.
ნიუპოსტი

