კალაძე: ”გაზის გაძვირება მოსალოდნელია”

კალაძე: ”გაზის გაძვირება მოსალოდნელია”– გამორიცხული არ არის, რომ მოხდეს ბუნებრივი აირის ტარიფის გაძვირება, – ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ბუნებრივი აირის ტარიფების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
– მოლოდინებს რაც შეეხება, დაველოდოთ, არ არის გამორიცხული, რომ მოხდეს ბუნებრივი აირის ტარიფის გაძვირება, თუ რამდენით, როგორ, ამაზე მარეგულირებელი კომისია მუშაობს და გვეცოდინება. შეიძლება არც მოხდეს გაძვირება, ამიტომ დაველოდოთ, – განაცხადა კახა კალაძემ.
გაზის სექტორში მოქმედმა კომპანიებმა ბუნებრივი აირის ტარიფის გადახედვის მოთხოვნის სემეკს დაახლოებით 2 თვის წინ მიმართეს.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ მათი სატარიფო განაცხადების საფუძველზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები დაიწყო.