კლინიკა “ლანცეტის” ერთ-ერთი მფლობელი, ფარმან ჯეირან ლი, დააკავეს

კლინიკა "ლანცეტის" ერთ-ერთი მფლობელი, ფარმან ჯეირან ლი, დააკავესსამართალდამცველებმა კლინიკა “ლანცეტის” ერთ-ერთი მფლობელი, ფარმან ჯეირან ლი დააკავეს.

დაკავებულს ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაული, რაც თაღლითობას გულისხმობს.

კერძოდ, საქმეში დაზარალებულად ორი ოჯახია ცნობილი, რომელთა ახლობლები კლინიკა “ლანცეტში” ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალნენ.

საუბარია იმაზე, რომ კლინიკაში არალიცენზირებული ოპერაციები ტარდებოდა, რის შემდეგაც “ლანცეტს” ლიცენზია შეუჩერდა.

ფარმან ჯეირან ლის ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ. აღკვეთის ღონისძიებაზე კი სასამართლო ხვალ იმსჯელებს.

დაკავებული პოლიციის მთავარი სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.

ნიუპოსტი