ლაშა თორდიამ მის საქმესთან დაკავშირებით ოთარ ფარცხალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე კიდევ ერთი განმარტება გააკეთა ვახო სანაიას შოუში „ხალხის პოლიტიკა“ ტელეკომპანია tv პირველის პირდაპირ ეთერში:
– ოთარ ფარცხალაძის პრივილეგიები საქართველოში დასრულებულია, რაც არ უნდა კომპრომატები შეთხზან ჩემზე და ასეც იქცევიან, სამი დღეა ადამიანი არ ჩანს და იმალება, ველოდები მის ბრიფიონგს, თემის შეცვლას, იმის თქმას რომ მე დავესხი თავს 10 ადამიანს, ეს განცხადებ არის ყველაფრის გამომხატველი.
ეს ყველაფერი ძალიან სასაცილოა ჩემთვის. მთავარი პრიორიტეტი არის კორუფციული სქემა, რომელიც მან განახორციელა. მე გავაკეთებ განცხადებას უფრო დეტალურად და ავხსნი, როცა სამსახურში დავბრუნდები, – განაცხადა ლაშა თორდიამ.

