ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე სამშენებლო სექტორში არსებულ პრობლემებზე საუბრობს.
მინისტრის თქმით, სამშენებლო სექტორში რეალური პრობლემები არსებობს, რაც დროულად უნდა გადაიჭრას. როგორც ალავიძე აცხადებს, უარყოფითი ბალანსის გარდა სამშენებლო ბიზნესის წარმომადგენლებს ურთიერთობა უჭირთ ბანკებთან. გარდა ამისა, დასარეგულირებელია სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საკითხებიც.
– ვმუშაობთ, რომ ეს პრობლემები აღმოვფხვრათ. წლის ბოლომდე გაგრძელდება ეს პროცესი. ჩვენ გვჭირდება ძლიერი სამშენებლო სექტორი. 10 მილიონ ლარამდე უნდა დავხარჯოთ უახლოეს 3-4 წელიწადში და აქედან გამომდინარე დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ ეს ფული ძირითადად დაიხარჯება ქართველი მშენებლების მეშვეობით.
ამისთვის საჭიროა მომზადება. მშენებლობა მარტო ინჟინერია არ არის. მნიშვნელოვანია, მოწესრგდეს შესყიდვები და ურთიერთობა მშენებლებთან. შესყიდვების სააგენტოსთან დავასრულეთ თითქმის რეფორმა სამშენებლო შესყიდვების კუთხით. ვფიქრობთ, პრობლემებს მალე აღმოვფხვრით, რაც სამშენებლო სექტორს აწუხებს, – განაცხადა ზურაბ ალავიძემ.
bm.ge

