საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი ნინო გვენეტაძესთან მუქარის შემცველი საუბრის დეტალებს იხსენებს.
მამუკა ახვლედიანი ადასტურებს ინფორმაციას, რომ რამდენიმე თვის წინ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ უზენაესი საბჭოს წევრობის კანდიდატის, ეკა გასიტაშვილის მხარდაჭერა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაემუქრა, რომ ის ახვლედიანის წინააღმდეგ მომართულ ჩინჩალაძე-მურუსიძის დაჯგუფებას მიემხრობოდა.
– გვენეტაძეს კითხეთ, მე მართლა მაინტერესებს, შერჩა თუ არა სინდის-ნამუსი და დაადასტურებს თუ არა ამ თემას. გამაფრთხილა, რომ ხომ იცი, რა დამოკიდებულება აქვთ მათ შენდამი და მეც მათ გვერდით აღმოვჩნდები და ნახავ შენ, რა სიტუაციაში შეიძლება ჩავარდე. თუ თვლის პროკურატურა, რომ დანაშაულის ნიშნებია, მე რასაც ვამბობ, ამას გავიმეორებ ნებისმიერ დროს, – განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.
ნიუპოსტი

