მახინჯაურში სახლში ორი კაცის გვამი იპოვეს

მახინჯაურში სახლში ორი კაცის გვამი იპოვესმახინჯაურში, საცხოვრებელ სახლში, ორი მამაკაცის გვამი იპოვეს. შს სამინისტროში შეტყობინება დაახლოებით საათნახევრის წინ შევიდა. ადგილზე გამოძახებული იყო სასწრაფო სამედიცინო სამსახურიც. ინფორმაციას გაზეთი „ბათუმელები“ ავრცელებს.

პირველადი მონაცემებით გარდაცვლილებს ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ. ჯერ-ჯერობით უცნობია გარდაცვალების დროც. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

imedinews.ge