მამაკაცს თბილისში 45.000 ლარი გასტაცეს

მამაკაცს თბილისში 45.000 ლარი გასტაცესთბილისში, დოლიძის ქუჩაზე ყაჩაღებმა მამაკაცს სავარაუდოდ 45.000 ლარი გასტაცეს.

როგორც ირკვევა, თავდამსხმელებმა სწრაფი გადახდის აპარატების კომპანიის თანამშრომელს წაართვეს ფული.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე თავდამსხმელებმა მანქანა დატოვეს.

როგორც „ნიუპოსტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას ითვალისწინებს. ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.