მეანაბრეთა აქციაზე დაკავებულმა მამუკა ტუსკაძემ მშრალი შიმშილობა დაიწყო

მეანაბრეთა აქციაზე დაკავებულმა მამუკა ტუსკაძემ მშრალი შიმშილობა დაიწყოპარლამენტის წინ, მეანაბრეების აქციაზე დაკავებული სამი პირის მხარდასაჭერი აქცია თბილისის მთავარ სამმართველოსთან დასრულდა.

საფინანსო კომპანია “საქართველოს” მეანაბრეების განცხადებით, ისინი აქციას ხვალ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გააგრძელებენ, სადაც დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართება.

ერთ-ერთი დაკავებულის, მამუკა ტუსკაძის უფლებადამცველი, გიორგი ლაბაძე აცხადებს რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს უდანაშაულოდ თვლის და მშრალი შიმშილობა დაიწყო.

დანარჩენი ორი დაკავებულის უფლებებს კი საია-ს ადვოკატი, მიშა ჯახუა იცავს. მისი განცხადებით დაკავებულებს რაიმე სახის ფიზიკური დაზიანება არ აღენიშნებათ და მისი დაცვის ქვეშ მყოფები პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე, ან ფიზიკურ შეურაცხყოფაზე არ საუბრობენ.

რაც შეეხება მეანაბრეებს, ისინი ზარალის კომპენსაციასა და პარლამენტში სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნას, ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინიც შიმშილობით იმუქრებიან.

დღეს თბილისის პარლამენტთან მიმდინარე დაზარალებული მეანაბრეების აქციაზე 3 ადამიანი დააკავეს. აქციის მონაწილეების მიერ გზის გადაკვეთის მცდელობას საპატრულო პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა.

დაკავებულების წინააღმდეგ შსს-მ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.  ძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც წვრილმან ხულიგნობას და სამართალდამცველთა დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

imedinews.ge