მეუფე პეტრე: „პროკურატურა უტიფრად იტყუება“

მეუფე პეტრე: „პროკურატურა უტიფრად იტყუება“ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრე ცაავამ ე.წ. ციანიდის საქმეზე პირველის გადაცემა “რეაქციაში” ისაუბრა.

– პროკურორი არა ერთხელ გამოვიდა და განაცხადა სიცრუე. მაგალითად, როცა თურმე მამა გიორგიმ შეწყვიტა თანამშრომლობა გამოძიებასთან. თურმე სინამდვილეში მამალაძეს კითხვას უსვამდენენ საპატრიარქოს შიდა პრობლემებზე, როცა ამ საქმესთან არანაირი კავშირი არ აქვს ამ ყველაფერს. საბედნიეროდ, მამა გიორგიმ წინდახედულება გამოიჩინა და პასუხი არ გასცა, რაც არ ეხებოდა მის ბრალდებას. ამის ინტერპრეტაცია გამიტანეს, თითქოს მამაომ შეწყვიტა თანამშრომლობა. ეს იყო უტიფარი ტყუილი დაკავების დღიდან ასეთი ტყუილები ბევრი იყო, – განაცხადა მეუფე პეტრემ გადაცემა რეაქციაში.