– მუდმივი სტრესი, გამოწვეული საარსებო სახსრების უკმარისობის გამო, ცვლის ტვინის მუშაობას – განაცხადა ჰარვარდის უნივერსიტეტის ბავშთა განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა ალ რაისმა.
თუმცა, მისი თქმით, ეს პროცესი არ არის შეუქცევადი, აშშ-ში სოციალურად დაუცველი ოჯახების დასახმარებლად ამოქმედდა პროგრამა Economic Mobility Pathways (გზები ეკონომიკური მობილურობისკენ), რომელთანაც თანამშრომლობს ჰარვარდის უნივერსიტეტი.
სტრესი აიძულებს ადამიანებს არასწორი გადაწყვეტილებების მიღებას, აღრმავებს პრობლემებს და არ იძლევა ცხოვრების პირობების გაუმჯობესების საშუალებას – განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა ელიზაბეტ ბებკოკმა.
ადრე ორგანიზაცია ახორციელებდა ზრდასრული ადამიანების უფასო გადამზადებას და აკვირდებოდა შვილების ქცევაზე მშობლების გავლენას. ამჟამად მკლევარებმა გადაწყვიტეს ფოკუსირება ბავშებზე და მათვის დახმარების გაწევა იმისთვის, რომ მათ მომავალში დააღწიონ თავი სიღარიბეს.
ორგანიზაციის მუშაობა დაფუძნებულია მათივე სპეციალისტების მეთოდიკაზე. ტვინში მიმდინარე ცვლილელების მათ თეორიას დაერქვა „ხიდი თვითუზრუნველყოფისკენ”, ხოლო სპეციალისტებთან კონსულტაციების პროგრამას – Mobility Mentoring (“მზადება მობილურობისთვის”.
2009 წლიდან 400-ზე მეტმა ოჯახმა მიიღო წვდომა სპეციალურ პროგრამებთან, რომლებიც ასწავლიან ადამიანებს სწორი მიზნების დასახვას.
ორგანიზაციაში დაითვალეს, რომ პროგრამაში მონაწილე ადამიანების მიერ სამსახურის მოძიების რაოდონება 2015 წელთან შედარებით გაიზარდა 9%-ით, მათი საშუალო ხელფასი გაიზარდა საათში 14,8-დან 20,2 დოლარამდე.
იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებმაც მოძებნეს სამსახური, სადაც ანაზღაურება საკმარისია ოჯახის რჩენისთვის, გაიზარდა 30%-მდე.
გაეროს მონაცემებით, მსოფლიოში 836 მლნ. ადამიანი ცხოვრობს უკიდურესი სიღატაკის პირობებში, დღეში 1,25 დოლარზე ნაკლებ თანხაზე.
თუმცა, ამის მიუხედავად, 1990 წლიდან მსოფლიოში სიღარიბის დონე შემცირდა 2-ჯერ, მაგრამ ამავე დროს არის ქვეყნები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან მსოფლიო ტენდენციას – მაგალითად, ნიგერიაში 1990 წელს უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა 51 მლნ. ადამიანი, 2016 კი – 86 მლნ. კონგოში ზრდამ შეადგინა თითქმის 50% – 24-დან 55 მლნ.-მდე.

