ნინო გვენეტაძე: „მურუსიძის მოსამართლედ უვადოდ დანიშვნა არ განიხილება“

ნინო გვენეტაძე: „მურუსიძის მოსამართლედ უვადოდ დანიშვნა არ განიხილება“უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის განცხადებით, ლევან მურუსიძის მოსამართლედ უვადოდ დანიშვნის საკითხი ჯერ განხილვას არ ექვემდებარება. ამის შესახებ გვენეტაძემ ჟურნალისტებს დასმული კითხვის – დაინიშნა თუ არა ლევან მურუსიძე სასამართლოში უვადოდ, საპასუხოდ განუცხადა:
– როგორც იცით, უზენაესი სასამართლოს ერთი ყოფილი მოსამართლის საკითხი იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე გადადებულია. საბჭოზე ასეთი საკითხი ჯერ განხილვას არ ექვემდებარება, – განაცხადა ნინო გვენეტაძემ.