ნინო ჯორბენაძე: “არასწორი ინფორმაციაა, თითქოს ბაგირი გაწყდა, დაველოდოთ გამოძიებას”

ნინო ჯორბენაძე: "არასწორი ინფორმაციაა, თითქოს ბაგირი გაწყდა,  დაველოდოთ გამოძიებას"საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის ადმინისტრაციული დირექტორის ნინო ჯორბენაძის თქმით, არასწორი ინფორმაციაა, თითქოს ბაგირი გაწყდა. ამის შესახებ მან  „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

– არასწორი ინფორმაციაა, თითქოს ბაგირი გაწყდა, მოდით დაველოდოთ გამოძიების შედეგებსეს. ადამიანები, კომპანიის პროცედურის თანახმად, აუცილებლად იქნებოდნენ ინსტრუქტაჟგავლილები. სამუშაო განრიგი გაწერილი იყო სწორედ იმიტომ, რომ სამუშაო იყო გეგმიური. პროცედურების თანახმად, ჩვენ ვიცით, რომ ამ ადამიანებს გადაცემული ჰქონდათ უსაფრთხოების აღჭურვილობა. შესაბამისად, რა მოხდა, ამას ვნახავთ გამოძიების შედეგად, – განაცხადა ნინო ჯორბენაძემ.

ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა.