ოთარ წოწორიას სახლში იარაღს ეძებენ

ოთარ წოწორიას სახლში იარაღს ეძებენბათუმში, ფარნავაზ მეფის 125 ნომერში, ევროსასამართლოს მოსამართლე ნონა წოწორიას ძმის, ოთარ წოწორიას სახლში უკვე რამდენიმე საათია, ჩხრეკა მიმდინარეობს.
როგორც სახლთან შეკრებილები აცხადებენ, სამართალდამცველები სავარაუდოდ იარაღს ეძებენ. მათივე ინფორმაციით, სახლში იმყოფება ოთარ წოწორია ადოკატთან ერთად. ჩხრეკა სამ საათზე მეტია მიმდინარეობს. მეზობლების თქმით, წოწორიას სახლში გახსნილი აქვს მანქანების სახელოსნო.
ჩხრეკაზე დასასწრებად ადგილზე სახალხო დამცველის წარმომადგენელი ციალა ქათამიძე და ექსპერტები მივიდნენ. ქათამიძის თქმით, ის ჩხრეკაზე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.
ფაქტს “ევროპული საქართველოს” წევრი ოთარ კახიძე გამოეხმაურა. მისი თქმით, ამ გზით ხელისუფლება ცდილობს ზეწოლა ნონა წოწორიაზე, რომელიც სტრასბურგში პოლიტიკურად მგრძნობიარე ისეთ საქმეებს განიხილვს, როგორებიცაა ვანო მერაბიშვილის და გიგი უგულავას საქმეები.

imedinews.ge