ოზურგეთში ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, N1-ში მდებარე მრავალსართულიანი კორპუსის ეზოში მამაოს კუთვნილ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.მამაო, აღნიშნულ კორპუსში ცხოვრობს.
“ჟიგულის” მარკის მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი მოულოდნელად გაუჩნდა. იმ დროს ავტომანქანაში არავინ იმყოფებოდა.
მეზობლების თქმით, სანამ სახანძრო შემთხვევის ადგილზე მივიდა, საკუთარი ძალებით შეძლეს ცეცხლის ჩაქრობა.
– ძალიან შეგვეშინდა, რადგან აქვე, რამდენიმე მეტრში გაზგასამართი სადგურია. ცეცხლი რომ გაძლიერებულიყო, ან მანქანა აფეთქებულიყო, შეიძლება სავალალო შედეგი დამდგარიყო. ძალიან მალე მოვიდნენ სახანძრო და სამაშველო სამსახურები.

