პოლიციამ ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსი გრიგოლ მიქავა დააკავა

პოლიციამ ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსი გრიგოლ მიქავა დააკავასამართალდამცავებმა ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსი დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, მისი დაკავების ზუსტი მიზეზი ამ დრომდე უცნობია, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, საქმე ნარკოტიკებს უკავშირდება. შსს-ში ფაქტზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.
ამასთან, წუხელ ღამით სამართალდამცავებმა ზუგდიდში ადგილობრივი მკვიდრი ლევან ხვიტიაც დააკავეს, რომელსაც, მისივე ადვოკატის ინფორმაციით, საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში შემოწმებისას მარიხუანას მოხმარება დაუდგინდა.
ადვოკატ გონელი მარღანიას განმარტებით, ხვიტიას სახლის ჩხრეკისას ამოღებულია გარკვეული ნივთიერება, რომელსაც ექსპერტიზა სწავლობს და ამ საკითხზე გამოიძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკების შეძენა-შენახვას გულისხმობს.
ადვოკატის მტკიცებით, ხვიტიას დაკავებას ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსის გრიგოლ მიქავას დაკავებასთან კავშირი არ აქვს.

ინტერპრესნიუსი

ლევან სულაშვილის ფოტო