პრეზიდენტის ქალიშვილის მეგობარი თორნიკე კაჭარავა დააკავეს

პრეზიდენტის ქალიშვილის მეგობარი თორნიკე კაჭარავა დააკავესსაქართველოს პრეზიდენტის ქალიშვილის ანა მარგველაშვილის მეგობარი თორნიკე კაჭარავა დააკავეს. ფაქტი “პირველს” შს სამინისტროში დაუდასტურეს.
კაჭარავას დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარი ანა მარგველაშვილმა “რუსთავი 2”-თან გააკეთა და განაცხადა, რომ მისი მეგობრისთვის ნარკოტიკული საშუალების ჩადებასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჰქონდა.

– ვაკეთებდი განცხადებას, რომ ჩემ მეგობარს თორნიკე კაჭარავას უპირებდნენ ჩადებას. დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩაუდეს რაღაც ფხვნილი თუ წამალი. არ ვიცი, ჯერ ზუსტად არ არის გარკვეული და ველოდებით, რომ გვეტყვიან. რეალურად არაფერი არ ჰქონდა, ზუსტად ვიცით ყველამ და როგორც მოგვდიოდა ხმები ისე ვაკეთებდი განცხადებას, – განაცხადა ანა მარგველაშვილმა.

თორნიკე კაჭარავას შესაძლო დაჭერასთან დაკავშირებით ანა მარგველაშვილი თვეების წინ აცხადებდა. განცხადება რომ თორნიკე კაჭარავას ნარკოტიკების ჩადებით ემუქრებოდნენ, ანა მარგველაშვილმა გადაცემა არჩევანში 21 მარტს გააკეთა. პრეზიდენტის შვილი ამბობდა, რომ კაჭარავა დაჭერის საშიშროების გამო სახლიდან არ გამოდიოდა.

შს სამინისტროს ცნობით, თორნიკე კაჭარავა დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტ წლამდე.