“ქართული ხილის კომპანია” ხილფაფების წარმოებას ივნისიდან იწყებს

"ქართული ხილის კომპანია" ხილფაფების წარმოებას ივნისიდან იწყებს“ქართული ხილის კომპანია” ხილფაფების წარმოებას ივნისიდან იწყებს. ამჟამად კახეთში, სოფელ ჩუმლაყში საწარმოს მშენებლობა მიმდინარეობს, რომელშიც 5 მილიონი ლარია ჩადებული.
კომპანია არასტანდარტულ ხილს ადგილობრივებისგან ჩაიბარებს, შემდეგ კი ხილფაფებს დაამზადებს.
გასაღების ძირითადი ბაზარი რუსეთი იქნება. საწარმოს 5 მილიონი კილოგრამის გადამუშავება შეეძლება.
გარდა ატმისა, კომპანია გეგმავს ტყემლის ხილფაფისა და მანდარინის წვენის გადამუშავებასაც.

bm.ge