ტაქსის მგზავრი დაშავდა ავტოავარიაში, რომელიც წუხელ თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მოხდა. ერთმანეთს BMW-სა და ოპელის მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.
“პირველის” კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, რომ ავარიის შედეგად ტაქსის ნიშნით მოძრავი ოპელის მგზავრი დაშავდა, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
“პირველის” კორესპონდენტის ცნობით, შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის, სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სახანძრო ეკიპაჟები.
მომხდარის შესახებ სხვა დეტალები ჯერ არ ვრცელდება.
pia.ge

