ყაზახეთში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს

ყაზახეთში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვესყაზახური მედიის ინფორმაციით, ასტანაში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს, 25 წლის არჩილ დავითაძე 18 მაისს გაუჩინარდა, მისი ცხედარი კი ასტანას გარეუბანში აღმოაჩინეს.

ყაზახი სამართალდამცავების ინფორმაციით, გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო, დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. პოლიციის ინფორმაციით, გარდაცვლილს თან ჰქონდა ყველა ღირებული ნივთი – დოკუმენტები, საფულე, ტელეფონი.ახალგაზრდა მამაკაცი 18 მაისს დაიკარგა, გავრცელებული ინფორმაციით ის დღის მეორე ნახევარში სამსახურიდან წასვლის შემდეგ აღარავის უნახავს. მამაკაცი ასტანის მაცხოვრებელზე იყო დაქორწინებული და ყაზახეთში ბინადრობის ნებართვით სარგებლობდა. მისი მეუღლე არის ასტანაში ცნობილი ფსიქოლოგი მარინა პაშკოვსკაია. წყვილს პატარა გოგონა ჰყავს, მეუღლის მოძებნაში დახმარებას არჩილ დავითაძის მეუღლე სოციალურ ქსელშიც ითხოვდა.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით საქართველოს საკონსულო დავითაძის დაკარგვის პირველივე დღიდან, კონტაქტზე იყო ოჯახთან. მათივე ცნობით, მომხდართან დაკავშირებით ოჯახი ინფორმირებულია.