ქუთაისის მუხნარის ტყეში ჩამომხრჩვალი მამაკაცი იპოვეს

ქუთაისის მუხნარის ტყეში ჩამომხრჩვალი მამაკაცი იპოვესქუთაისთან ახლოს მუხნარის ტყეში, ჩამომხრჩვალი კაცის ცხედარი იპოვეს. “პირველს” თვითმხილველებმა განუცხადეს, რომ ცხედარი მიკროავტობუსის მძღოლებმა ტყეში დაინახეს და სამართალდამცველებს შეატყობინეს.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 24 წლის ქუთაისის მკვიდრია.

შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.