ქუთაისში, გელათის ქუჩაზე ავტოავარიას 11 წლის გოგონა ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომანქანა ბავშვს მაშინ დაეჯახა, როცა ის ველოსიპედით გადაადგილდებოდა.
თვითმხილველების თქმით, გელათის ქუჩაზე ბავშვები საკუთარ სახლთან ახლოს ველოსიპედით სეირნობდნენ, როდესაც მათ დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი დაეჯახა. ერთი ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი მძიმე მდგომარეობით საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია იმყოფება. მძღოლის ადგილსამყოფელი უცნობია.
ინტერპრესნიუსი

