სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-ის შეთავაზებას , პირდაპირ ეთერში მათთვის სასურველ ენებზე საჯარო გასაუბრებას გაიარონ, ევროსასამართლოს მოსამართლეობის არც ერთი კანდიდატი არ გამოხმაურებია.
„პირველი რადიო“ ერთ-ერთ კანდიდატს შოთა გეწაძეს დაუკავშირდა, რომელმაც კომენტარზე უარი განაცხადა.
„არ ვაკეთებ კომენტარს“ – განუცხადა პირველ რადიოს გეწაძემ.
შეთავაზების მიზეზი, ის კითხვის ნიშნები გახდა, რომელიც კანდიდატების მიერ სამართალწარმოების უცხო ენაზე ფლობას ეხება.
შეგახსენებთ, რომ სპეციალურმა სამთავრობო კომისიამ გასაუბრებები დაასრულა. ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა ხუთკაციანშემადგენლობაში ლადო ჭანტურია, სოფიო ჯაფარიძე, შოთა გეწაძე, თამარ ალანია და ირაკლი დონდოლაძე შეირჩნენ.

