რუსთაველის თეატრის სახურავზე მამაკაცი იმყოფება, რომელიც, თვითმხილველთა ინფორმაციით, გადმოხტომას აპირებდა.
ადგილზე პოლიცია და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან და მამაკაცის ჩამოყვანას ცდილობენ.
ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი ამ ტერიტორიაზე ცხოვრობს. არ გამორიცხავენ, რომ ის ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყოს.
ნიუპოსტი

