საბერძნეთში მოკლული დიანა ბერიძის ნათესავი მერი ჯორბენაძე საქმის გამოძიებას ითხოვს

საბერძნეთში მოკლული დიანა ბერიძის ნათესავი მერი ჯორბენაძე საქმის გამოძიებას ითხოვსსაბერძნეთში 26 აპრილს მოკლული ქართველი ემიგრანტი ქალის დიანა ბერიძის ნათესავები საქმის გამოძიებას ითხოვენ.

– რა მოხდა? ყველას ვთხოვთ, რომ გამოიძიოს. ექიმს როგორ შეიძლება ასეთი რამე ჩაედინა და მოეკლა ადამიანი? ან შემოაკვდა და რატომ არ თქვა? მას საბუთები, პასპორტი, ხელჩანთა და ტელეფონი ჰქონდა, ეს არაფერი აღარ არის, – განაცხადა “რუსთავი 2”-თან საუბარში დიანა ბერიძის ნათესავმა მერი ჯორბენაძემ.

26 აპრილს თესალონიკის “იპოკრატიოს” 38 წლის ბერძენმა ანგიოქირურგმა 36 წლის ქართველი ემიგრანტი ქალი მოკლა. მოკლული ქალის გვამი 3 მაისს იპოვეს ხალკიდიკის სოფელი პალიურის (თესალონიკიდან 120 კმ-ის დაშორებით, სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით) მიდამოებში, ხრწნის წინწასულ სტადიაში. ქალის ორგანიზმში აღმოჩენილი იქნა საანესთეზიო ნივთიერების კვალი. ბრალდებული დაკავებულია და მიმდინარეობს საგამოძიებო პროცესი. ბრალდებულმა პროკურორთან ბრალის აღიარების ვადის გადადება ორშაბათამდე მოითხოვა.

დიანა ბერიძეს თესალონიკში ხვალ დაკრძალავენ.

pia.ge