საბერძნეთში ქართველი ქალი ბერძენმა ექიმმა საავადმყოფოში მოკლა

საბერძნეთში ქართველი ქალი ბერძენმა ექიმმა საავადმყოფოში მოკლარამდენიმე დღის წინ საბერძნეთში ქართველი ქალი, 3 შვილის დედა, გაუჩინარდა.

36 წლის ქალის სიცოცხლე ტრაგიკულად დასრულდა. მისი ცხედარი ხალკიდიკის პალიურში იპოვეს. Thestival.gr-ის ინფორმაციით,  3 შვილის დედა იპოკრატიოს საავადმყოფოში, თესალონიკში მოკლეს.

როგორც აღმოჩნდა, მკვლელი 38 წლის ანგიოქირურგია, რომელიც ამავე საავადმყოფოში მუშაობდა.

გარდაცვლილის მეუღლემ ქალის დაკარგვის თაობაზე 27 აპრილს განაცხადა და მას შემდეგ პოლიციამ ძებნა გამოაცხადა.

38 წლის ექიმი დღეს დილით ათენში დააკავეს და პოლიციამ სალონიკში გადაიყვანა.

georgians.gr