სახელმწიფო მიწები კოოპერატივებს 25-წლიანი იჯარით გადაეცემათ

სახელმწიფო მიწები კოოპერატივებს 25-წლიანი იჯარით გადაეცემათმთავრობა მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამას იწყებს. ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.

კანონპროექტის მიხედვით, რეგიონებში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები კოოპერატივებს 25-წლიანი იჯარით გადაეცემათ. პროექტი პრემიერის დავალებით სოფლის მეურნების სამინისტრომ მოამზადა. მინისტრი, ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ პროექტის მიხედვით, 2 წლის განმავლობაში 24 მუნიციპალიტეტში თითო კოოპერატივი მაინც შეიქმნება.