სამტრედიის გზაზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა.
როგორც Ambebi.ge-ს თვითმხილველმა აცნობა, მსუბუქი ავტომობილი სატვირთო ავტომანქანას შეეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

