საფეხბურთო კლუბი “ტორპედო ქუთაისი” ელექტრონულ აუქციონზე არ გაიყიდა

საფეხბურთო კლუბი "ტორპედო ქუთაისი" ელექტრონულ აუქციონზე არ გაიყიდასაფეხბურთო კლუბი “ტორპედო ქუთაისი” ელექტრონულ აუქციონზე არ გაიყიდა. აუქციონი 11 მაისს დაიწყო და დღეს 15:00 საათზე დასრულდა, კლუბის შესყიდვით კი არავინ დაინტერესებულა.
ტორპედოს საწყისი ღირებულება 585.412 ლარი იყო. შემსყიდველს ევალებოდა “საფეხბურთო კლუბ ტორპედო ქუთაისის” განვითარებისათვის ყოველწლიურად არანაკლებ 1,5 მლნ. ლარის ინვესტირება. 2017 წლის ვალდებულება, მიუხედავად არასრული კალენდარული წლისა, სრულად უნდა შესრულებულიყო 2018 წლის 1 იანვრამდე, რაც გულისხმობდა, მყიდველის მიერ 500.000 ლარის პირდაპირი გზით ინვენსტირებას, გარდა ფეხბურთის განვითარების ფონდიდან მიღებული თანხებისა.
bm.ge