ოთარ ფარცხალაძისა და სხვა პირთა გამოკითხვა უახლოეს მომავალში მოხდება, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში Ipn-ს განუცხადეს.
უწყების ცნობით, გამოძიებამ დაასრულა ლაშა თორდიას გამოკითხვა. შესაბამისად, საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, უახლოეს მომავალში მოხდება ოთარ ფარცხალაძისა და სხვა პირთა გამოკითხვაც.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს გენერალური აუდიტორის – ლაშა თორდიას ცემის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის პირველი ნაწილით.
გამოძიების ამ ეტაპზე მოწმის სახით გამოკითხულია ათზე მეტი პირი, ჩატარებულია სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედება, ექსპერტიზების დანიშვნის მიზნით, ნიმუშის სახით, გამოთხოვილია შესაბამისი მასალა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების პროცესი.

