თბილისში, შარტავას ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ორი ადამიანი დააკავეს.
სპეცოპერაცია საბურთალოს ყოფილი ბაზრის ტერიტორიაზე ჩატარდა.
პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით, პირველი კომენტარი გაავრცელა.
– ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის ბრალდებით, 1958 წელს დაბადებული რ.ჟ. და 1983 წელს დაბადებული ბ.ჯ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ისინი ერთ-ერთ ბიზნესმენს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, 200.000 აშშ დოლარს სძალავდნენ.
გამოძიება დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს, – აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები მანამდე დააკავეს, ვიდრე ბიზნესმენი მათ მოთხოვნილ თანხას გადასცემდა.
imedinews.ge

