მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ექსპერტ-კრიმინალისტებმა ,,მერსედესის“ მარკის ავტომობილის ჩხრეკა ჩაატარეს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი. უცნობია, რა გახდა ჩხრეკის მიზეზი.
მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავი უწყებები ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ. ,,ნიუპოსტის“ ინფორმაციით, სპეცოპერაცია შს სამინისტროს მიერ არ განხორციელებულა.

