დღეს ტელეკომპანია „იმედი“ პროკურატურას მოქალაქე ეკა ნადაშვილის მიმართ საგამოძიებო მოქმედებების დაწყების მოთხოვნით მიმართავს.
ტელევიზია საგამოძიებო უწყებას სთხოვა გაარკვიოს, იკვეთება თუ არა თაღლითობის ნიშნები ნადაშვილის მხრიდან.
მას შემდეგ, რაც იუსტიციის საბჭომ საკუთარი გადაცემების შექმნის მიზნით, მედიაკომპანიებთან მოლაპარაკებები დაიწყო, მოქალაქე ეკა ნადაშვილმა საბჭოს წევრებს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერი შესთავაზა. მაშინ როცა ის არც ამ კომპანიის თანამშრომელია და არც შესაბამისი ნებართვა აუღია მენეჯმენტისგან. „იმედის“ იურისტი განმარტავს, რომ ეკა ნადაშვილმა ტელეკომპანიას მხოლოდ შემეცნებით- დოკუმენტური გადაცემის მომზადების ინიციატივით მიმართა, თუმცა თანამშრომლობაზე თანხმობა არ მიუღია.

