თბილისში მიკროავტობუსები გაზზე აღარ მუშაობენ

თბილისში მიკროავტობუსები გაზზე აღარ მუშაობენთბილისში ადგილობრივ საქალაქო რეგულარულ მარშრუტებზე მოძრავი არც ერთი მიკროავტობუსი გაზზე აღარ მუშაობს.
ინფორმაციას მერიის სტარნაპოსრტო სამსახური ავრცელებს.
გაზის აპარატურით აღჭურვილი ყველა – 101-ვე მიკროავტობუსი კვლავ დიზელის საწვავზეა გადაყვანილი.
ეს ფაქტი თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის მიერ ჩატარებულმა მონიტორინგმა დაადასტურა.
2015 წლის გაზაფხულიდან მერიას ნებართვის მფლობელ კომპანიებთან სასამართლო დავა ჰქონდა. მგზავრთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე ტრანსპორტის სამსახური საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დარღვევით აღჭურვილი გაზის აპარატურის დემონტაჟს მოითხოვდა.
საბოლოოდ, საქალაქო სასამართლომ მერიის პოზიცია გაიზიარა, რის შემდეგაც კომპანიებმა სასამართლოს გადაწყვეტილება აღასრულეს. სულ დედაქალაქში საშუალოდ 1.800 ყვითელი მიკროავტობუსი მოძრაობს.
bm.ge