თბილისში წყნეთის ქუჩაზე ტრანსგენდერი ქალები დააკავეს – მეზობლებმა და ტრანსგენდერებმა იჩხუბეს

თბილისში წყნეთის ქუჩაზე ტრანსგენდერი ქალები დააკავეს – მეზობლებმა და ტრანსგენდერებმა იჩხუბესთბილისში, წყნეთის ქუჩაზე ტრანსგენდერი ქალები და მათი მეზობლები დააკავეს. ადგილზე სამართალდამცავები მას შემდეგ გამოიძახეს, რაც ერთმანეთს ტრანსგენდერი ქალები და მათი მეზობლები დაუპირისპირდნენ.
არსებული ინფორმაციით ხმაურის მიზეზი ტრანსგენდერებსა და მათ მეგობარს შორის ურთიერთობის გარჩევას მოჰყვა.

თბილისში წყნეთის ქუჩაზე ტრანსგენდერი ქალები დააკავეს – მეზობლებმა და ტრანსგენდერებმა იჩხუბესმოგვიანებით დაპირისპირებაში მეზობლებიც ჩაერთვნენ. ტრანსგენდერები სამართალდამცავებს უმოქმედებაში ადანაშაულებდნენ და აცხადებენ, რომ მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.

უშუალოდ დაკავებულებს კი, წვრილმან ხულიგნობაში ადანაშაულებენ. ისინი მთელი ღამის განმავლობაში წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფებოდნენ.

სახალხო დამცველის აპარატმა ფაქტის შესწავლა უკვე დაიწყო.