ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას 21 წლის შვილი, ავარიის შედეგად გარდაიცვალა.
როგორც “ნიუპოსტს” გარდაცვლილი ბექა ხახუბიას მეგობრებმა უთხრეს, ახალგაზრდა გორთან ტრაილერს დაეჯახა.
ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც „ნიუპოსტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

