ვაკეში რამაზ მჭედლიშვილის მკვლელობისთვის კონსტანტინე ლაშქარაშვილს 18 წელი მიუსაჯეს

ვაკეში რამაზ მჭედლიშვილის მკვლელობისთვის კონსტანტინე ლაშქარაშვილს 18 წელი მიუსაჯესვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე მანქანის ხელოსნის რამაზ მჭედლიშვილის მკვლელობის საქმეზე განაჩენი ცნობილია.

განზრახ მკვლელობისთვის 24 წლის კონსტანტინე ლაშქარაშვილს 18 წლიანი პატიმრობა, ხოლო 21 წლის პაატა ხოფერიას დანაშაულის დაფარვისთვის 3 წელი მიესაჯათ. ლაშქარაშვილი მოსამართლემ შეურაცხადად ცნო. ის ჯერ სამკურნალო დაწესებულებაში იმკურნალებს, ხოლო შემდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხდის სასჯელს.

შემთხვევა 2016 წლის 5 ოქტომბერს ყიფშიძის ქუჩაზე მოხდა. ბრალდების ვერსიით ახალგაზრდებსა და ხელოსანს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა რის შემდეგაც ბრალდებულმა ლაშქარაშვილმა ავტომატური იარაღიდან რამაზ მჭედლიშვილს რამდენჯერმე ესროლა და პაატა ხოფერიასთან ერთად მიიმალა.

imedinews.ge